I ეტაპი - საკონკურსო პროექტების მიღება - პირველადი გადარჩევა

ვადები: 1 - 10 თებერვალი
 
კონკურსის პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საკონკურსო პროექტების მიღება. პროექტი შეიძლება იყოს ერთი გაკვეთილი, გაკვეთილების ციკლი ან სხვა პროექტის ტიპის აქტივობა, რომელიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას, მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას და ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას. გაკვეთილი/პროექტი შეიძლება წარმოადგენდეს ორი ან მეტი საგნის ინტეგრირებას.
კონკურსში მონაწილეს მოეთხოვება შემდეგი აუცილებელი პირობების შესრულება:

  1. პროექტის მომზადება (პროექტის ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან);
  2. საკონკურსო პროექტის ატვირთვა მოცემულ ვებ-სივრცეში (ატვირთვის ინსტრუქცია ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან) და ბმულის ჩასმა სარეგისტრაციო ფორმის შესაბამის ველში;
  3. სარეგისტრაციო ფორმის შევსება (სარეგისტრაციო ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან);
  4. შევსებული სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნა ელფოსტით შემდეგ მისამართზე: geopilforum@live.com (წერილის სათაურში (SUBJECT) მითითებული უნდა იყოს ავტორის გვარი და სახელი).

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ,  რომ სარეგისტრაციო და პროექტის ფორმა სრულად უნდა იყოს შევსებული. პირველ ეტაპზე სწორედ ამ პარამეტრების მიხედვით მოხდება გადარჩევა. არასრული სარეგისტრაციო ფორმა და პროექტი არ გადაეცემა ექსპერტთა ჯგუფს შემდგომი შეფასებისთვის.
საკონკურში პროექტების მიღება დაიწყება 2012 წლის 1 თებერვალს.
საკონკურსო პროექტების მიღება დასრულდება 2012 წლის 10 თებერვალს, 24:00 საათზე თბილისის დროით.
 
შენიშვნა 1: იგზავნება მხოლოდ რეგისტრაციის ფორმა. რეგისტრაციის ფორმა მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით ელფოსტის საშუალებით. დაგვიანებით გამოგზავნილი პროექტები არ განიხილება.
შენიშვნა 2: გაკვეთილის გეგმა არ უნდა გამოიგზავნოს ცაკლე, არამედ ფაილის სახით უნდა ჩაისვას პროექტის ფორმაში (ჩასმის ინსტრუქცია იხილეთ ფორმაშივე მე-7 სლაიდზე).