Error message

  • Warning: Illegal string offset 'field' in DatabaseCondition->__clone() (line 1895 of /home/pilforum/public_html/includes/database/query.inc).
  • Warning: Illegal string offset 'field' in DatabaseCondition->__clone() (line 1895 of /home/pilforum/public_html/includes/database/query.inc).

27.02.2012

გამარჯვებული პროექტები 

 

ინოვაციური პროექტების კონკურსში ”საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012" შეირჩა 5 საუკეთესო პროექტი: 

 

1. ვიდეოწერილი ლილის - ხიდისთავის საჯარო სკოლა - ავტორი: თეა საძაგლიშვილი 
2. "ხ" ასო-ბგერის შესწავლა ინოვაციური მეთოდებით - სოფ. გურჯაანის საჯარო სკოლა - ავტორი: ნინო მოსიაშვილი
3. ჩვენი ფრთოსანი მეგობრები - თბილისის 157-ე საჯარო სკოლა - ავტორი: მარეხ ბასილაძე
4. აფიშა - გორის მე-6 საჯარო სკოლა - ავტორი: თამარ ლევანიშვილი 
5. ძალა ერთობაშია - თბილისის 32-ე საჯარო სკოლა - ავტორი: ნათია ხაჩიური 
 
პირველ და მეორე ადგილზე გასული პროექტები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ფორუმში  Microsoft Partners in Learning European Forum 2012, რომელიც ჩატარდება ლისაბონში (პორტუგალია) 20-22 მარტს. ევროპის ფორუმზე გამარჯვების შემთხვევაში, პროექტები ნომინირებული იქნებიან გლობალურ ფორუმზე Partners in Learning Global Forum 2012, რომელიც გაიმართება ათენში (საბერძნეთი), 2012 წლის ოქტომბერში. 
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრის გადაწყვეტილებით მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასული პროექტების ავტორები და ორი ტრენერი ასევე გაემგზავრებიან ევროპის ფორუმზე. მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ ევროპელი კოლეგების პროექტებს, მონაწილეობა მიიღონ მასტერ-კლასებში და ჩაერთონ დისკუსიებში.   
 
 

 

რეგისტრაცია

 

საკონკურსი პროექტების მიღება და რეგისტრაცია, ვადები - 1 - 10 თებერვალი; მონაწილეები (ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება) და ა.შ.